Saturday, September 23, 2017

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  გეგმის  ფორმა/სქემა



გაკვეთილის  მთავარი  თემა
ირაკლი  აბაშიძის  ‘’პალესტინის  დღიური’’
რა  იცით  შოთა  რუსთაველის  შესახებ  და  რა  კავშირშია  
შოთა  რუსთაველი  პალესტინასთან  [იერუსალიმთან] ?





სწავლების  საფეხური
მეექვსე   კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
კლასში  არის  15  მოსწავლე .  თითოეული  მოსწავლის   გონებრივი  შესაძლებლობები  ნორმალურია.  ყველას
შეუძლია  სამუშაო  მასალის  ადვილად  ათვისება.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი  აქტუალურია.  მიღებული  ცოდნა  ხელს  შეუწყობს  მოსწავლის  ინტელექტის  ამაღლებას .  გაუფართოვებს  უკვე  მიღებულ  ცოდნას  შოთა  რუსთაველსა  და  იერუსალიმის  ქართველთა  ჯვარის  
მონასტერზე.  ცოდნის  ინტეგრირება   მოხდება  ისტორიაში,  გეოგრაფიაში.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მოსწავლეები  გაეცნობიან   რუსთაველის  ცხოვრების  ბოლო ეტაპს,  იერუსალიმს.  განუვითარდებათ  პრეზენტაციის,  დისკუსიის  უნარ-ჩვევები.  ჩამოუყალიბდებათ  ეროვნულ-პატრიოტული,  ზოგადკაცობრიული  სულისკვეთება. გაკვეთილი  პასუხობს  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტს  კითხვა 6.2.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეები  უკვე   იცნობენ  შოთა  რუსთაველის  ბიოგრაფიას,  იცნობენ  პრეზენტაციის,  დისკუსიის,  ესეს  წერის  ელემენტარულ  უნარ-ჩვევებს,  რომლებიც  ხელს  შეუწყობენ  ამ  გაკვეთილის  ამოცანების  წარმატებით  შესრულებაში.  
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
გამოვიყენებ  როგორც  განმსაზღვრელ  ისე  განმავითარებელ  შეფასებებს. განმსაზღვრელს  იდივიდუაჯური  გამოკითხვის  დროს,  ხოლო  განმავითარებელს  ჯგუფური  მუშაობის  დროს. \შეფასებისთვის  გამოვიყენებ  შეფასების  რუბრიკას.
სასწავლო  მასალა  ტექნიკური  რესურსები
გამოვიყენებ  ირაკლი  აბაშიძის  ‘’პალესტინის  დღიურს’’,  კომპიუტერს,  სიმღერას  ‘’ხმა  კატამონთან’’.
გაკვეთილის  მსვლელობა
ინდივიდუალური-პრეზენტაციები-10წთ.
ჯგუფური  მუშაობა-10წთ.
წერითი  სამუშაო-ესეს  შექმნა-17წთ.
ლექსიკაზე  მუშაობა-5წთ.
მასწავლებლის  შეფასება-3წთ.

No comments:

Post a Comment

განათლების სამინისტრო ვიდეო გაკვეთილები ქართული ენის ვიდეო გაკვეთილი